2022-23 წლის აქტივობები

 

  2022-23 სასწავლო წლის იანვარში თებერვალსა და მარტში სამტრედიის N2 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი  ,,მათემატიკური  ჩემპიონატი" რომლის მასალაც განთავსებულია გვერდზე https://matchempionat.blogspot.com/

მეექვსე ბ კლასის გამოსვლა საახალწლო კარნავალზე

   

მშობელთა კრების ოქმი  N1

03 .10.2022.

სსიპქ. სამტრედიის  N2 საჯაროსკოლის  ე- 6 ბ კლასი

კრების  დაწყების   დრო:   14:00 სთ

კრებასესწრებოდა:  კლასის დამრიგებელი ვერა ჯიჯელავა და 14 მშობელი

შეხვედრის ფორმატი: პირისპირ შეხვედრა.

 

                                          დღის წესრიგი:

1.    კრების თავჯდომარის და მდივნის არჩევა;

2.    სახელმძღვანელოების მიღება-ჩაბარების აქტების განხორციელება;

3.    მშობელთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა;

4.    სასკოლო სასწავლო გეგმის გაცნობა ;

 

კრება გახსნა დამრიგებელმა ვერა ჯიჯელავამ მან ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ Covid 19-ისპანდემიამ სკოლა და მშობელი გასულ წელს დააშორა ერთმანეთს. ერთი მხრივ, მშობლების გადატვირთულმა გრაფიკმა, მეორე მხრივსკოლებში დაწესებულმა Covid-უსაფრთხოების რეგულაციებმა მნიშვნელოვნად შეამცირა მშობელთა მონაწილეობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში.  განვითარებული მოვლენების, მოსწავლეთა სასწავლო დანაკარგების ფონზე, დღეს ისე, როგორც არასდროს საჭიროა, სკოლებსა და მშობლებს შორის გაიზარდოს კომუნიკაციისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი, რაც დადებითად აისახება ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე, ქცევასა და სწავლის მოტივაციაზე.

1.      საკითხი

მოისმინეს დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით: 

 

დამრიგებელმა ვერა ჯიჯელავამ მშობლებს მოახსენა, რომ კრების მუშაობისთვის აუცილებელია აირჩეს თავჯდომარე და მდივანი და სთხოვა კრების წევრებს დაესახელებინათ კანდიდატურები. თავჯდომარედ არჩეული იქნა მშობელი ეთერი ადეიშვილი  ხოლო მდივნად კლასის დამრიგებელი ვერა ჯიჯელავა

 

აზრი გამოთქვა: მშობლებმა აღნიშნეს, რომ არჩეული კანდიდატურები შესანიშნავად გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს.

 

დაადგინეს: არჩეულ იქნას მშობელთა კრების თავმჯდომარედ ეთერი ადეიშვილი, ხოლო მდივნად  ვერა ჯიეჯლავა

 

2.საკითხი

 

მოისმინეს  დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით: 

 

 

         დამრიგებელმა გააცნო სახემძღვანელოების მიღება-ჩაბარების აქტი და თხოვა მაზსე  ხელისმოწერა.

დაადგინეს:  მშობლებმა გაიზიარეს მოსაზრება, გაეცვნენ მიღება ჩაბარების აქტს და ხელი მოაწერეს.

3.საკითხი

მოისმინეს დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:  დამრიგებელმა ვერა ჯიჯელავამ მშობლებს გააცნო მათზე დაკისრებული უფლება- მოვალეობანი სასკოლო ცხოვრებაში და მშობელთა ჩართულობის მნიშნელობაზე. კლასის დამრიგებელმა ასევე გააცნო მშობლებს მისი მუშაობის პრინციპი, აღნიშნა სადამრიგებლო პროგრამის აქტივობების მნიშვნელობა და მოსწავლეებისა და მშობლების როლი ამ აქტივობების განხორციელებაში რაც დიდად შეუწყობს ხელს შემდგომში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონის ამაღლებას და სწავლის მოტივაციის გაზრდას.

აზრი გამოთქვეს: მშობლები დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომ მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია და სკოლა, მშობელი და მოსწავლე აქტიურად უნდა იყვნენ კონტაქტში.

 

დაადგინეს: თითოეულმა მშობელმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს სასკოლო საქმიანობაში.

             4.საკითხი

 

მოისმინეს დღის წესრიგის მეოთხე  საკითხთან დაკავშირებით:დამრიგებელმა ვერა ჯიჯელავამ მშობლებს გააცნო სასკოლო- სასწავლო გეგმა. სასკოლო სასწავლო გეგმა  ეროვნული სასწავლო  გეგმის  საფუძველზეა შედგენილი და მისი საშუალებით ხორციელდება  საგანმანათლებლო და სააღმზდელო პროცესი სკოლაში.

სასკოლოსასწავლო  გეგმაში გაზიარებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი ამოცანაშექმნას მიზნების მისაღწევის აგანმანათლებლო  გარემო ათანაბრადხელმისაწვდომი გახადოს რესურსები.  ამ მიზნი დან გამომდინარე, იგი ირჩევს პიროვნების განვითარება ზეორიენტირებულ საგანმანათლებლო  კონცეფციას:

·         საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მიღწეული შედეგი;

·         გათვალისწინებულია მოსწავლის მზაობა, ასაკთან შესაფერისი ინტერესები, ფიზიკურიდაფსიქიკურიშესაძლებლობები;

·         შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას, ანუ მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით.

სკოლის დირექცია უზრუნველყოფს სასკოლო სასწავლო გეგმის სრული ვერსიის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

აზრი გამოთქვეს: მშობლებმა თამარ აბზიანიძემ და ნათია ბუბეუტეიშვილმა, რომ სასკოლო სასწავლო გეგმაზე გაცნობა თითოეული მშბლისთვის საყურადღებო და სავალდებულოა.

დადგინდა:

მშობლების გადაწყვეტილებით დიდი ყურადღება დაეთმობა მათი მხრიდან სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების საკითხებს.

კრებაზე სხვა საკითხები არ წამოჭრილა.

კრების დასასრული: 15:00

 

მშობელთა კრების თავჯდომარე                                                                       / ე. ადეიშვილი/

 

მდივანი:                                                                                                                /ვერა ჯიჯელავა/




სადამრიგებლო პროგრამა.

სკოლა: ქალაქ სამტრედიის 2 საჯარო სკოლა. 

   კლასი:   VI

კლასის ხელმძღვანელი: ვერა ჯიჯელავა

თემა

საათების რაოდენობა

ჩატარების დრო

რესურსები

ტიპი და აქტივობები

მიზნები/პრიორიტეტული თემა

მოსალოდნელი შედეგები

შენიშვნა

1

კლასის კონტიგენტის დაზუსტება, სასკოლო დოკუმენტაციის წარმოება, ქცევის კოდექსის გაცნობა, სახელნძღვანელოების დარიგება, მოსწავლეთა მორიგეობის დადგენა, დღის რეჟიმის გაცნობა და საორგანიზაციო კუთხის მოწყობა

1 შეხვედრა

15.09.

2022

ფერადი ფურცლები, დიდი ზომის ფურცლები, ფლომასტერები , სტიკერები.

 საორგანიზაციო კუთხის მოწყობა.

მოსწავლეებისათვის კომფორტული გარემოს შექმნა.

მიიღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას .

ჩატარდა

 

 

15.09.

2022

 

 

 

2

საუბარი მშობელთა ჩართულობის შესახებ  სასკოლო ცხოვრებაში.

 

1 შეხვედრა

 

 

18.10.

2022

 

 

 

კომპიუტერი. პროექტორი.

მშობლებს ვაცნობ სადამრიგებლო პროგრამას. ცვლილებებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში. დავგეგმავ მშობლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს. ხელს შევუწყობ მშობლის სასწავლო პროცესში ჩართვას. მშობელი სისტემატურად ინფორმირებული იქნება მოსწავლეთა ქცევის და აკადემიური მოსწრების, შესახებ. გავაცნობ, თუ რას ვგეგმავ წლის ან სემესტრის განმავლობაში, რა ცოდნის მიღებას და რა შედეგს უნდა მიაღწიოს წლის ბოლოს.

 

მშობელთა ჩართულობა.

მიიღებენ საჭირო ინფორმაციას სასწავლო პროცესთან , მოსწავლეების ქცევითი პრობლემების მართვასთან დაკავშირებით.

ჩატარდა

 

3

კლასის საათი თემაზე: „გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება“

1 შეხვედრა

9.11.

2022

რამდენიმე ცალად ამობეჭდილი დანართი ფერადი ფურცლები, წებო, ფლომასტერები, ფანქრები, კალმები, მაკრატელი, წებოვანა.

სიტუაციური ამოცანების განხილვა. დისკუსია. 

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

მოსწავლეებმა ისაუბრეს,   იმ  პასუხისმგებლობაზე  და  მოვალეობებზე,  რომელიც უნდა ჰქონდეს   ადამიანს გარემოს მიმართ.

ჩატარდა

9.11.

2022

4

კლასის საათი თემაზე: ტოლერანტობა-შემწყნარებლობა

1 შეხვედრა

5.12.

2022

პროექტორი. კომპიუტერი.

სიტუაციური ამოცანების განხილვა. დისკუსია.

 

მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ ,თუ რას ნიშნავს ტერმინი-ტოლერანტობა.

 

გაიაზრებენ ,თუ როგორ უნდა მოიქცეს მოზარდი, როდესაც მათი შეხედულებები სცილდება ერთმანეთს

ჩატარდა

5.12.

2022

5

შეხვედრები საგნის მასწავლებლებთან..

1 შეხვედრა

13.12.2022

კითხვარები.

დისკუსია.

მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებასა და ქცევით პრობლემებზე საუბარი.

ახალი მიდგომების დანერგვა.

ჩატარდა

13.12.

2022

6

 კლასის საათი თემაზე: ,,საახალწლო ღონისძიებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში“

1 შეხვედრა

20.12.2022

ფერადი ფანქრები, ფურცლები.

მასალების შეგროვება, დამუშავება. პრეზენტაციები და დისკუსია.

თანამშრომლობითი უნარის განვითარება

საახალწლო ღონისძიებისთვის მომზადება

ჩატარდა

 

7

შეამოწმე შენი ცოდნა-ინტელექტუალური თამაში.

1 შეხვედრა

28.01.

2023

 

ინტელექტუალური თამაში.

 სკოლის ინტელექტუალურ ჯგუფში მოსახვედრად მზადება .

მიღებული ცოდნის შემოწმება .

 

8

კლასის საათი თემაზე:“ ამხანაგი გულთა ნათელია, თვალის ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთ მომბმელია.“

 

 

 

1 შეხვედრა

18.02.2023

პროექტორი. კომპიუტერი.

სიტუაციური ამოცანების განხილვა. დისკუსია. როლური თამაში.

მიიღბენ ინფორმაციას ,თუ როგორ უნდა დამყარო კარგი ურთიერთობა, როგორი უნდა იყოს მეგობარი.

უმეგობროდ ცხოვრება ძნელია , ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ამ გრძნობას

 

9

კლასის საათი თემაზე: ,,ჰიგიენა“ და  ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობა“

1 შეხვედრა

07.03.2023

პროექტორი. კომპიუტერი.

სიტუაციური ამოცანების განხილვა .დისკუსია.

ჰიგიენის  დაცვის  აუცილებლობის  შეცნობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობა

 

მოსწავლეებმა  ისაუბრეს  პირადი  ჰიგიენის  შესახებ, თუ როგორ ესმით რა არის ,ჰიგიენა და

დილის გამამხნევებელი ვარჯიშის მნიშვნელობაზე .

 

 

10

 მშობელთა კრება.

მოსწავლეთა მიღწევებისა და პრობლემების გაცნობა, მათი გადაჭრის გზების შეთავაზება, კლასის მიღწევების გაცნობა.

სასწავლო წლის შეჯამება. ექსკურსიის დაგეგმა.

პერიოდულად.

10.06.2023

პროექტორი. კომპიუტერი. კითხვარები მშობლებისათვის.

დისკუსია. კითხვა პასუხი. სიტუაციური ამოცანები.

 

მოსწავლეთა მშობლების ინფორმირება მოსწავლეების აკადემიური მიღწევების   შესახებ.

 

 


Комментариев нет:

Отправить комментарий