пятница, 23 июня 2017 г.

გავხადოთ მათემატიკა უფრო საინტერესო! 

   ხშირად მსმენია - ,,ჩემი შვილი იცით როგორი ჭკვიანი არის? მეხუთე-მეექვსე კლასებში ამოცანებს ზეპირად ხსნიდა. რა დაემართა? ეხლა კი საერთოდ ვერ გებულობს და მასწავლებელი მომთხოვა’’.ჩემი აზრით პრობლემა იმაშია, რომ იმ მეხუთე-მეექვსე კლასში, სადაც ზეპირად ანგარიშობდა. ღებულობდა პასუხს და არ აკვირდებოდა იმ მარტივ გააზრებას, რომელიც შემდგომი შესასწავლი საკითხების ქვაკუთხედია. ხსნიდა ამოცანებს მსჯელობისა და უცნობის შემოტანის გარეშე და  გვიხაროდა, ვუკრავდით ტაშს და გვეგონა ეს ძალიან კარგი იყო. 

 მაგრამ შემდეგ კლასებში მოსწავლეს გაუჭირდა, ალბათ იმიტომ რომ მაშინ გააზრება და სიღრმისეული დაფიქრება დააკლდა.  მათემატიკა სიხარულის მომტანია, როცა მას გააზრებით და მსჯელობით მიჰყვებით.