среда, 19 июля 2017 г.

საშინაო დავალების დადებითი და უარყოფითი მხარეები

მშობლები და მასწავლებლები საშინაო დავალების უპირატესობებზე მრავალი წელია კამათობენ. ბევრი ფიქრობს, რომ საშინაო დავალებას უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია ვიდრე სიკეთის. ზოგი თვლის, რომ საშინაო დავალება ზედმეტ სტრესს იწვევს. ნაწილს კი სჯერა, რომ საშინაო დავალება მოსწავლეს საკლასო ოთახის გარეთ დამოუკიდებლად ფიქრში ეხმარება.
ამერიკული ინტერნეტგაზეთი “TeAch-nology” ერთ-ერთ ბლოგში საშინაო დავალების დადებით და უარყოფით მხარეებზე წერს.
საშინაო დავალების 5 დადებითი მხარე:
1. საშინაო დავალება მოსწავლეს და მასწავლებელს საშუალებას აძლევს, უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. მათ შეუძლიათ, დისკუსია გამართონ ერთმანეთში, ან განიხილონ პრობლემა გაკვეთილის დაწყებამდე, ან შემდეგ.
2. საშინაო დავალება აახლოებს ოჯახის წევრებს ერთმანეთთან, როცა მოსწავლე მშობლებს ან დედმამიშვილს გაუგებარი საკითხის ირგვლივ რჩევას ეკითხება. ასევე, მშობლებს ეძლევათ საშუალება, უფრო მეტად ჩართულნი იყვნენ ბავშვის განვითარებაში.
3. საშინაო დავალება ეხმარება მოსწავლეებს მოემზადონ ტესტებისათვის. თუ მოსწავლე დავალებას ცუდად შეასრულებს, შეცდომების გაანალიზება დაეხმარება მას, ისწავლოს და შემდეგი ტესტის დროს იგივე შეცდომა აღარ დაუშვას. ასევე, მოსწავლეს ეძლევა საშუალება, მიიღოს გამოცდილება და სკოლაში უფრო წარმატებული გახდეს.
4. საშინაო დავალების შესრულება საუკეთესო გზაა პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებისთვის. იმის ცოდნა, რომ მომდევნო დღეს დავალება მზად უნდა გქონდეს, მოსწავლეს დროის განაწილების და პუნქტუალურობის უნარს უვითარებს.
5. და ბოლოს, საშინაო დავალება მშობელს აძლევს საშუალებას, აკონტროლოს მოსწავლის განათლება და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს მას.
ასე თუ ისე, ზოგიერთი მშობელი, მოსწავლე და მასწავლებელიც კი მიიჩნევს, რომ მოსწავლის მიმართ, რომელიც 7-8 საათს ატარებს სკოლაში, უსამართლობა იქნება მოვიდეს სახლში და კიდევ სამი საათი საშინაო დავალების მომზადებას მოანდომოს.
საშინაო დავალების 5 უარყოფითი მხარე:
1. პირველი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მივცეთ მოსწავლეს საშინაო დავალება არის ის, რომ მათ დასვენება და განტვირთვა სჭირდებათ. მოსწავლეთა უმრავლესობისთვის ენერგიის აღდგენა და გონების დასვენება უმნიშვნელოვანესია.
2. საშინაო დავალება ამცირებს დროს რომელსაც მოსწავლე ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს. ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება კი მას აღზრდაში ეხმარება და დროის უქონლობამ შეიძლება, ოჯახის წევრების ურთიერთობების გამყარებას შეუშალოს ხელი, ეს ყველაფერი კი დროის უქონლობის გამო. და დააზარალოს ერთმანეთთან ურთიერთობისთვის დროის უქონლობის გამო.
3. საშინაო დავალებამ შეიძლება, მშობელსა და მოსწავლეს შორის კონფლიქტი გამოიწვიოს. აღნიშნული მაშინ ხდება, როდესაც მოსწავლეს უჭირს, დამოუკიდებლად გაართვას თავი საშინაო დავალებას და მისი შესრულებისგან თავის არიდებას ცდილობს. მშობელი აძალებს მას დავალების გაკეთებას, რაც მზშობელსა და შვილს შორის კონფლიქტს წარმოქმნის.
4. ხშირად მოსწავლე დათქმულ ვადებში ვერ ასწრებს დავალების შესრულებას, რის შემდეგაც კლასში მოსწავლეებს შორის ერთმანეთისგან გადაწერის ფაქტი ხდება. რის შედეგად ისინი ქულას იღებენ გადაწერაში და არა ცოდნაში.
5. და ბოლოს, მასწავლებელთა უმრავლესობას არ აქვს დრო, მოსწავლის მიერ შესრულებული დავალება ისე შეასწოროს როგორც საჭიროა, რადგან ისინი მეტისმეტად დაკავებულებები არიან გაკვეთილის დაგეგმვისა და სასწავლო რესურსების მოძიებით. შედეგად კი კლასი იღებს უხარისხოდ შემოწმებულ დავალებას, მასწავლებელი კი ახალი გაკვეთილის ახსნას იწყებს.
როგორია თქვენი პოზიცია და არგუმენტები საშინაო დავალების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ?

წყარო: teach-nology.com

Комментариев нет:

Отправить комментарий